LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერონ სტოუნის მოდური განაცხადი – 65 წლის მსახიობი ჟირაფის პრინტიან „ლუქში“ შეუდარებელია

119
page

„ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი, შერონ სტოუნი ბევერლი-ჰილსზე, რესტორან Crustacean-დან გამოსვლის დროს გადაიღეს. მსახიობი შესანიშნავად გამოიყურებოდა ჟირაფის პრინტის პალტოსა და თავისუფალი სტილის შარვალში, რომელსაც მან მკერდზე შეხსნილი თეთრი პერანგი და დიდი ზომის სათვალე შეუხამა.

„65 წლის გოგო“ – შერონ სტოუნი „ინსტაგრამზე“ ფოტოებს გვიზიარებს

65 წლის ლეგენდარულმა მსახიობმა, გასულ თვეს გაიხსენა საკულტო ფილმი, „ძირითადი ინსტინქტი“. 1992 წელს გამოსულმა თრილერმა ერთ ღამეში თავდაყირა დააყენა სტოუნის კინოკარიერა და ის სექსსიმბოლოდ აქცია.

„როცა ეს ფილმი გამოვიდა, მე ფაქტობრივად არავინ ვიყავი, მეორე დღეს კი, მე ჩემი BMW 325-ის მარკის ავტომობილით სათვალის საყიდლად გავემართე, გავჩერდი წითელზე და უცბად დავინახე ადამიანები, რომლებიც ჩემს მანქანაზე ძვრებოდნენ. როდესაც მწვანე აინთო, მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, იყო თუ არა კანონიერი, მანქანაზე ამომძვრალი ადამიანებით ავტომობილის მართვა“, – იხსენებს სტოუნი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები