LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალ პაჩინო მეგობარი ქალთან ერთად მექსიკის სანაპიროზე ისვენებს

22

ალ პაჩინოსა და მისი მეგობარი ქალის, ლუსილა სოლეს რომანი საკმაოდ ბევრ წელს ითვლის, თუმცა, როგორც ჩანს, ვნება წყვილს შორის არ ჩამქრალა. ეს ყველაფერი უკანასკნელი პაპარაცული ფოტოებით დადასტურდა, რომლებიც მექსიკაში დასვენების პერიოდშია გადაღებული.

ფოტოებზე 77 წლის მსახიობი და მისი 38 წლის მეგობარი ქალი ოკეანის სანაპიროზე სეირნობენ, ბანაობენ და მზეს ეფიცხებიან. აღსანიშნავია, რომ წყვილს არ უყვარს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა, შესაბამისად, უკანასკნელად ვარსკვლავი და მისი რჩეული 2016 წლის ივლისში, მალიბუზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ ალ პაჩინო არასოდეს ყოფილა დაოჯახებული, თუმცა მას ყოფილი პარტნიორებისგან 27 წლის ქალიშვილი, ჯული მარია და  17 წლის ტყუპები – ანტონი და ოლივია ჰყავს. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები