მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 000-სს გადააჭარბა. რაც შეეხება დაშავებულებს, კრიტიკულად მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში მოთავსებულია 1 404 პირი.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კვლავ გრძელდება ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა.
ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.