რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ერთ-ერთი სოფელი და ჩერნიგოვის რაიონის სემენივსკის თემის სოფელი დაბომბეს.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, სემენივსკის თემის სოფელში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
დაშავებული მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარზე უკრაინის პროკურატურამ გამოძიება ომის კანონების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.
საჰაერო თავდასხმას ხერსონში 48 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
მან, განმეორებითი დაბომბვის საფრთხის გამო, მოსახლეობას უსაფრთხო ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდა.