კომპანია BASF Coatings-ის ექსპერტებმა ევროპასა და რუსეთში ყველაზე პოპულარული საავტომობილო ფერები დაასახელეს. 2016 წლის შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი მყიდველი თეთრ ფერს გამოუჩნდა – 29%.
გასულ წელს ავტომობილების 78% კლასიკური პალიტრის ფერებში შეღებეს: თეთრში, შავში და ნაცრისფერ/ვერცხლისფერში. ამასთან, 12%-ით შემცირდა ნაცრისფერ ავტომობილებზე მოთხოვნა.
ყველაზე ნაკლები მოთხოვნა კრემისფერზე, მწვანეზე, ფორთოხლისფერზე, ოქროსფერზე, იისფერსა და ყვითელ ტონებზე იყო.
ყველაზე პოპულარული საავტომობილო ფერების ექვსეული ასეთია:
თეთრი, შავი, ნაცრისფერი, ლურჯი, წითელი და ყავისფერი.
კომპანიაში ასევე განმარტეს, რომ ფერებისადმი დამოკიდებულება მკვეთრად არის დაკავშირებული საავტომობილო სეგმენტთან.