კომპანია Tesla-მ „მაკდონალდსთან“ ერთად მეტალის კოვზი CyberSpoon გამოუშვა. პორტალი Autohome-ის ინფორმაციით, ლიმიტირებული კოვზის შეძენა ამ ეტაპზე ჩინეთში, სწრაფი კვების ობიექტის ოფიციალური აპლიკაციითაა შესაძლებელი. „კიბერ-კოვზის“ ფასი 30 იუანია. ამასთან, „მაკდონალდსმა“ ნაყინი McFlurry-ს მეტალის ჭიქებით გაყიდვაც დაიწყო და ეს ჭიქები პიკაპი Cybertruck-ის სტილშია შესრულებული.
CyberSpoon-ზე, რომელიც უჟანგავი მეტალისგანაა დამზადებული, გაკეთებულია წარწერა don’s Panic. დიდად სავარაუდოა, რომ სლოგანი ავტომფლობელთათვის გაგზავნილი შეტყობინება იყოს, კონკრეტულად კი მათთვის ვინც Tesla Cybertruck-ის პრემიერას ამდენი ხანია ელის.
„კიბერ-კოვზის“ კომპლექტში მყიდველები მიიღებენ სპეციალურ ჩასადებსაც, რომელიც ელექტროქარის ელემენტს ძალიან ჰგავს.