LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Passat-ის ფასების 43 წლიანი ისტორია

37

კომპანია Volkswagen-მა სათადარიგო ნაწილების შესარჩევად განკუთვნილ საიტზე Real Volkswagen Parts გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც აშშ-ს ტერიტორიაზე Passat-ის ფასების 43 წლიან ისტორიას ეძღვნება. შედარებისთვის, გეტყვით, რომ 1974 წლის შემდეგ Passat-ის ფასი ექვსჯერ გაიზარდა.

ამავდროულად, თითოეულ პერიოდში არსებულ ფაქტიურ ფასებთან მიმართებაში ექსპერტებმა ინფლაციაც გაითვალისწინეს.

ვიდეოს თან პუბლიკაცია ერთვის, სადაც რამდენიმე ისტორიული ფაქტია მოყვანილი: მაგალითად, აშშ-ში თავის გამოჩენას Passat-ი VW Beetle-ის გაყიდვების შემცირებასა და Honda-სა და Datsun-ზე გაყიდვების ზრდას უნდა უმადლოდეს.

საინტერესოა, რომ მოდელს თავდაპირველად არა Passat-ი არამედ Dasher ერქვა, სახელი 1980-იან წლებში შეიცვალა და Quantum გახდა, Passat-ად კი მხოლოდ 1990-იან წლებში გადაიქცა.

Passat-ის პირველი თაობა Audi B1-ის პლატფორმაზე იყო აწყობილი, სერიოზულად Passat-ი Audi-ს მხოლოდ მესამე თაობისას ”დაშორდა”, როდესაც პირველად მიიღო წინ დამონტაჟებული ძრავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები