მელანი ბრაუნი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პოპულარული გოგონების ჯგუფის Spice Girls-ის ვოკალისტია, ისევ ქორწინდება. ამჯერად 48 წლის მუსიკოსის რჩეული მისი სტილისტი, რორი მაკფია, რომელსაც მელანი ერთი წელია ხვდება. ცნობილი მომღერალი და მუსიკალური მეგა-შოუების მენტორი, ორჯერ იყო დაქორწინებული, მას სამი ქალიშვილი ჰყავს, მათ შორის უფროსი ფენიქსი, 24 წლისაა.
მელანი ბრაუნმა ამჯერად ჟურნალ „ჰელოუს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ქორწილის გეგმებზე ისაუბრა. ცნობილია, რომ მუსიკოსი ჯვრისწერა აპირებს და ეს წმინდა პეტრეს ტაძარში მოხდება. მელანიმ არ დამალა, რომ საქორწილო კაბაზე, მისი უახლოესი მეგობარი, ვიქტორია ბექჰემი მუშაობს.
ცნობილია, რომ მელანის ქორწილს, Spice Girls-ის ყველა წევრი დაესწრება. ახალ ფოტოებში, რომელსაც „ჰელოუ“ აქვეყნებს, მელანი ქალიშვილთან ერთად, პიჟამაში პოზირებს.