„მდიდრებიც ტირიან“ – ლეგენდარული მექსიკური სერიალის რიმეიკია, რომელიც 2022 წელს გადაიღეს. სერიალის მსოფლიო პრემიერა 2022 წლის თებერვალში შედგა, ზოგიერთ ქვეყანაში ის მხოლოდ წელს აჩვენეს.
სერიალის ორიგინალური ვერსია იმდენად პოპულარული იყო, რომ მას სერიალების ანბანსაც უწოდებენ. ის ეკრანებზე 1979 წელს გამოვიდა და არანორმალური პოპულარობა მოუტანა ლეგენდარულ ვერონიკა კასტროს, რომელიც სერიალში მარიანას როლს ასრულებს.
ახალი სერიალიც იგივე სიუჟეტით მიდის და ღარიბი გოგონას, მარიანას ცხოვრებაზე გვიყვება, რომელიც მილიარდერს, ალბერტო სალვატიერას სიკვდილისგან იხსნის. ალბერტო მარიანას სახლში ეპატიჟება, სადაც გოგონა გაიცნობს მის ვაჟს ლუისს, რომელიც უყვარდება.
განსხვავებით ძველი ვერსიისგან, სადაც 248 სერიაა, ახალ ვერსიაშიც მხოლოდ 60 ეპიზოდია. მასში მთავარ როლში კლაუდია მარტინი და სებასტიან რული ასრულებენ.
„ველური ვარდი“ 69 წლისაა – მექსიკური სერიალების ვარსკვლავი ვერონიკა კასტრო წლების წინ და ახლა