კომპანია Nissan-მა ქროსოვერ Rogue-ის ბაზაზე კონცეპტი წარმოადგინა, რომელიც ძაღლების გადაყვანისთვის არის მომზადებული. მოდელი X-Trail 4Dogs სპეციალური აღჭურვილობით მაქსიმალურად კომფორტულია შინაური ცხოველების მგზავრობისთვის.
ისევე როგორც პირველმა კონცეპტმა, სიახლემ სრულიად გადაკეთებული საბარგული მიიღო, რომელიც რბილი ტყავით არის გაწყობილი და მისი რეცხვაა შესაძლებელი. ასევე, საბარგულში აუცილებელი ნივთების შესანახი სათავსო, ფენი და ჭურჭლის მოსათავსებელი განყოფილებაა განთავსებული.
ცხოველს წინა სავარძელზეც შეუძლია დაჯდეს, სადაც დამატებითი გადასაფარებელია გათვალისწინებული.
კონცეპტი X-Trail 4Dogs აღჭურვილია მონიტორით, სადაც ის წინა სავარძლებზე მსხდომ მგზავრებს ხედავს.