LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენზინი არ გაიაფდება: მადლობა ლარს, რომ არ ძვირდება

29

საწვავი არ გაიაფდება – ამის შესახებ დღევანდელი „რეზონანსი“ წერს. საერთაშრისო ბაზარზე ნავთობრპოდუქტებზე ფასი ყოველდღიურად მატულობს, შესაბამისად საწვავის გაიაფება საქართველოში ფაქტობრივად გამორიცხულია. იმპორტიორთა მტკიცებით, რომ არა ლარის გამყარება საქმე გაძვირებაზე მიდგებოდა.

მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 51%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სტატია „ახალ თაობაშია“ გამოქვეყნებული, სადაც აღნიშნულია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული ქონების შესახებ ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს მე-4 კვარტალში საფასურმა 14,354,536 ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებს 4,861 მილიონით ლარით არემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები