HBO-ს სერიალი, The Idol, სადაც მთავარ როლებს The Weeknd და ლილი-როუზ დეპი ასრულებენ, ეკრანებზე მიმდინარე წლის 4 ივნისს, HBO Max-ზე გამოვიდა. შოუმ გამოსვლისთანავე დაიმსახურა კრიტიკა. მსახიობების ინტიმური სცენა ისტორიაში ყველაზე „მოუხერხებელ და უგემოვნო ინტიმურ ეპიზოდად“ ცნეს. კრიტიკა ასევე ეხებოდა სცენარის განვითარებას, წარმოჩენილ ღირებულებებს, კონტექსტსა და პერსონაჟებს.
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ HBO-მ სერიალი The Idol პირველი სეზონის შემდეგ ოფიციალურად გააუქმა. ოფიციალური განცხადება მსახიობებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, კანადელი ჰიპ-ჰოპ არტისტი შოუში კულტის ლიდერის როლს თამაშობს, ლილი-როუზი კი პოპ-ვარსკვლავის როლს ირგებს