Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ონში მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონში მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

378
oni.png (1)

ონში მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირეველი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოებისას, ჩამოიშალა მიწის მცირე მეტრიანი მასა. შემთხვევის გამო, არავინ დაშავებულა, ვინაიდან მიმდინარე სამუშაოების გამო, უსაფრთხოების ზომები წინასწარ იყო მიღებული.

აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კედელი იყო დაბზარული, რის გამოც, გზის სავალი ნაწილი შემოსაზღვრული იყო პარაპეტებით და მოძრაობა მიმდინარეობდა მხოლოდ ერთ ზოლში.

გზის მონაკვეთზე წარმოებდა კედლის გამაგრების სამუშაოები. დამცავი კედლის 140 მეტრი უკვე მოწყობილია და დარჩენილი 40 მეტრიანი სექციის სამუშაოები, რომლის 15 მეტრეც ჩამოიშალა მიწის მასა, გრძელდება კედლის დარჩენილ სექციაზე.

ჩამოშლილი მიწის მასა არ გასცდენია პარაპეტებით შემოსაზღვრულ ადგილს და საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს”, – წერს გზების დეპარტამენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები