ჩინეთმა ათობით თვითმფრინავი და ხომალდი ტაივანის მიმართულებით გაგზავნა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას AP ტაივანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა ტაივანისთვის 500 მლნ დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვა გადაწყვიტა.
ტაივანის თავდაცვის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის 32 თვითმფრინავი და საზღვაო ძალების ცხრა გემი აღმოაჩინეს.
მათგან 20-მა თვითმფრინავმა გადაკვეთა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი ან დაარღვია ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა.
საპასუხოდ, ტაივანმა მზადყოფნაში მოიყვანა საკუთარი თვითმფრინავები, გემები და სარაკეტო სისტემები.