კომპანია Hublot-მა საათის ახალი მოდელი წარმოადგინა, რომელიც Ferrari-ის 70 წლის იუბილეს ეძღვნება. ქრონოგრაფის პრემიერა შვეიცარიაში Baselworld-ის გამოფენაზე შედგა.
Techframe Ferrari 70 Year Tourbillon Chronograph-ის კორპუსი წარმოდგენილია ტიტანის, ვარდისფერი ოქროსა და კარბონის ვერსიებით.
კორპუსის სიგანე 45 მილიმეტრია, სისქე 14,8 მილიმეტრი. შიგნით კი ”მექანიკაა” დამონტაჟებული, რომელიც 253 კომპონენტისგან შედგება და ხუთ დღიანი ”სვლის” მარაგი აქვს.
Hublot-მა საათი ტიტანის ვერსიით 127 000 დოლარად შეაფასა, კარბონის ვარიანტი 137 000 დოლარი ღირს, ხოლო ოქროს ვერსია 158 000 დოლარი. შეგახსენებთ, Hublot და Ferrari უკვე ხუთი წელია თანამშრომლობენ.