შოვის ტრაგედიას გადარჩენილი დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ რაჭაში აღარასოდეს წავა.
„შოვი ჩემთვის დასრულდა… რაჭა შოვის გარეშე ………..
იქ აღარასდროს ავალ“…. წერს დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში.
შოვი ჩემთვის დასრულდა…?
რაჭა შოვის გარეშე ??
………..
იქ აღარასდროს ავალ….Posted by David Jeladze on Thursday, August 24, 2023
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 31-ია. „აქტიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები, დარჩენილია 2 ადამიანი, რომელთა ძებნასაც ვაგრძელებთ. ცხედრებს გადავასვენებთ ქუთაისის პროზექტურაში. ამ დროისთვის ველოდებით 2-3 ცხედრის იდენტიფიცირებას. საერთო ჯამში ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი“. – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა 24 აგვისტოს.
„მე და მაშო, ძალიან ბევრი მწერდით მაშოზე” – დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს