LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურამდე ახალი ჩქაროსნული გზა აშენდება

65

E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, გარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება. 7 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის ივნისში გაიხსნა, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც “ფორტუნას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 12 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, მათ შორის 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა. ასევე, გზის 3,8კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ ,მიმდინარეობს ნაპირდაცვითი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები.

სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო.

სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია  “Black Sea Group” და ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აწარმოებენ.

პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105,7 მილიონ ლარს შეადგენს.

აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო. სამუშაოებზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები