თიკა მახალდიანი ზოდიაქოთი გველის წელიწადში დაბადებული მერწყულია.
ასტროლოგიით დაინტერესებულია და ამის შესახებ მომღერალი ჟურნალ „გზას“ უყვება:
„ასტროლოგია მაინტერესებს. წლების წინ პირადი ჰოროსკოპიც შევადგენინე. პერიოდულად ჩავიხედავ და რჩევებს შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ. არა მხოლოდ ჩემი ნიშნის დახასიათებას, სხვა ნიშნებზე ინფორმაციასაც ვეცნობი. როცა ადამიანს გავიცნობ, ვეკითხები, რომელია მისი ზოდიაქოს ნიშანი? როდესაც ეს ვიცი, ურთიერთობა მერე უფრო მიადვილდება. მერწყული ვარ და ჩემი ნიშანი ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, ზოგჯერ მერწყულების ამოცნობაც შემიძლია. მერწყული მეგობრები მყავს, ერთმანეთს კარგად ვუგებთ…“