შოვის ტრაგედიისას დაღუპული, დუდაშვილების მე-4 წევრი, პატარა ანასტასიაც იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ფეისბუკ გვერდზე მარიტა გუტაშვილმა გაავრცელა.
6 აგვისტოს დადასტურდა 7 წლის ლუკას დაღუპვა. მოგვიანებით მაშველებმა გიო დუდაშვილის მეუღლის და კიდევ ერთი შვილის ცხედარიც იპოვეს.
გიორგი დუდაშვილის მეუღლესა და მის სამ მცირეწლოვან შვილს შაბათს დაკრძალავენ.
„ნატო ჭელიძე ;
ლუკა დუდაშვილი;
ანდრია დუდაშვილი;
ანასტასია დუდაშვილი.
პანაშვიდი 24-25 აგვისტო.
ქ. თბილისი, ჟიული შარტავას #45 , მე-3 სადარბაზო , მე-9 სართული.
გასვენება, 26 აგვისტო ( შაბათი) ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრიდან, 14:00 საათზე“, – წერს მარიტა გუტაშვილი.
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.