3 აგვისტოს, შოვში მომხდარმა სტიქიამ მთელი ქვეყანა შეძრა. განსაკუთრებით ემოციური იყო იმ კადრების ხილვა, თუ როგორ ეძებდნენ და ელოდებოდნენ სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანები დაკარგულ ოჯახის წევრებს. ერთ-ერთია გიორგი დუდაშვილი, რომელმაც შოვის სტიქიის დროს მეუღლე – ნატო ჭელიძე და სამი შვილი – ლუკა, ანდრია და ანასტასია დაკარგა.
6 აგვისტოს დადასტურდა 7 წლის ლუკას დაღუპვა. მოგვიანებით მაშველებმა გიო დუდაშვილის მეუღლის და კიდევ ერთი შვილის ცხედარიც იპოვეს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამძებრო სამუშაოებისას გუშინ ნაპოვნი ცხედარი ანასტასია დუდაშვილის აღმოჩნდა.
„გონებიდან არ ამომდის 2 წლის ანასტასიას სიტყვები:
„ჩემი ტუტულიკა დედიკო, მიყვარხარ“❤️
თან პატარა ხელებით ეფერებოდა და კოცნიდა ხელზე❤️
ნატო ჭელიძე ;
ლუკა დუდაშვილი;
ანდრია დუდაშვილი;
ანასტასია დუდაშვილი.
პანაშვიდი 24-25 აგვისტო.
ქ. თბილისი, ჟიული შარტავას #45 , მე-3 სადარბაზო , მე-9 სართული.
გასვენება, 26 აგვისტო ( შაბათი) ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრიდან, 14:00 საათზე“, – წერს მარიტა გუტაშვილი, რომელმაც რომელმაც შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად ცხრა ოჯახის წევრი დაკარგა.
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.