ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ცხრასართულიან კორპუსში, ერთ-ერთი ბინის აივანზე საყოფაცხოვრებო ნივთები დაიწვა.
უწყების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.