LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო მეოთხე გახდა: ევროპის ყველა დროის გოლეადორობისთვის ბრძოლა გრძელდება

23

კრიშტიანო რონალდომ 70-ე გოლი გაიტანა და ევროპული ნაკრებების საუკეთესო სნაიპერთა შორის მე-4 ადგილზე გადავიდა.

პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში უნგრეთთან 3:0 მოგებულ მატჩში დუბლი გაიფორმა.

„რეალის“ თავდამსხმელმა 69-ე და 70-ე გოლები გაიტანა და ახლა ყველა დროის საუკეთესო გოლეადორებს შორის მეოთხეა. მან გერდ მიულერს და რობი კინს გაუსწრო. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მალე რონალდო მეორე ადგილზე გადავა და მიზანში მხოლოდ ლეგენდარული პუშკაში დარჩება.

ეროვნულ გუნდში რონალდოს ანგარიშზე 12 დუბლი, სამი ჰეთ-თრიკი და ერთი პოკერია.

პორტუგალიელ ზეფეხბურთელს 33 სხვადასხვა გუნდისთვის გაუტანია, თუმცა ჯერ ერთხელაც ვერ დაამწუხრა საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია და ინგლისი.
ევროპის ტოპ 10 სნაიპერი ისტორიაში

1. ფერენც პუშკაში (უნგრეთი/ესპანეთი) – 84 გოლი 89მატჩში

2. შანდორ კოჩიში (უნგრეთი) – 75 (68)

3. მიროსლავ კლოზე (გერმანია) – 71 (137)

4. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალი) – 70 (137)

5. გერდ მიულერი (გერმანია) – 68 (62)

6. რობი კინი (ირლანდია) – 68 (146)

7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) – 62 (116)

8. იმრე შლოსერი (უნგრეთი) – 59 (68)

9. დავიდ ვილია (ესპანეთი) – 59 (97)

10. იან კოლერი (ჩეხეთი) – 55 (91)

11. იოახიმ შტრახი (გდრ) – 55 (102)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები