LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა – მათ შორის არიან ბავშვები

224
ხობი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მომხდარის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები.

თვითმხილველის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი, ორი ქალი და ოთხი მოზარდი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის, 35 წლამდე ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.

„ფორტუნა“ მეტი დეტალის გასაგებად შსს-ს დაუკავშირდა. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები