LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ღმერთმა 18 აგვისტოს, ის, მეორედ მაჩუქა.. დღეს თქვა, მის თავს ვფიცავ – მე მინდა ლუკა მერქვასო“ – თათია შარანგიას ემოციური პოსტი

7010
368670746_673673287976107_3464604964844286665_n

ტელეწამყვანი თათია შარანგია შვილის, პა­ტა­რა ან­დრუ­შა­ს ვიდეოს აქვეყნებს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე და რამდენიმე წლის წინ მომხდარ ამბავს კიდევ ერთხელ იხსენებს.

საქმე ისაა, რომ 3 წლის წინ, აუზში ჩავარდნილი ანდრუშა ლუკა მურვანიძემ გადაარჩინა. ეს ამბავი მაშინ, თავად თათია შარანგიამ გაუზიარა მოქალაქეებს. სამი წლის შემდეგ კი, ტელეწამყვანი მისი შვილის გადამრჩენელს კიდევ ერთხელ უხდის საჯაროდ მადლობას.

„3 წლის წინ ამ დღეს, ანდრიმ თქვა, რომ ეს დღე მისი დაბადების დღეა, არადა ივლისის ულამაზეს დღეს დაიბადა. ღმერთმა 18 აგვისტოს, ის, მეორედ მაჩუქა, მადლობა უფალო, ამ საოცარი ადამიანისთვის, რომლის ამ ქვეყნად მოვლენის ფუფუნება, მე მხვდა წილად! უდიდესი მადლობა Luka Murvanidzeს, რომელიც ღმერთის მიერ გამოგზავნილი მხსნელი აღმოჩნდა ჩვენთვის.

მას ცხოვრებაში მუდამ გაუმართლებს, რადგან რისკის ფასად, მე დამიბრუნა შვილი. მადლობა არ დამელევა, ანდრუშა გამორჩეულ მადლობას ეტყვის, როცა დიდი ბიჭი გაიზრდება ❤️ დღეს თქვა, მის თავს ვფიცავ – მე მინდა ლუკა მერქვასო. მის შვილს დაარქმევს ალბათ – ლუკას. ❤️

რამდენიმე დღის წინ ლუკას და Lorena Buavaს გაუჩნდათ პატარა ანგელოზი. ჩემი მუდმივი ჩუმი ლოცვა ოდნავ მაინც მონაწილე გახდეს ამ ანგელოზის კეთილდღეობაში ❤️ გილოცავთ“, – წერს თათია შარანგია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები