LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვლადიმერ პუტინი არ უბიძგებს ბელარუსს უკრაინასთან ომისკენ” – ლუკაშენკო

140
02q61ktzedm83ry

„ვლადიმერ პუტინი არ უბიძგებს ბელარუსს უკრაინასთან ომისკენ”, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

„რუსეთის მიზნები შესრულებულია. უკრაინა ამ ომის დასრულების შემდეგ არასდროს მოიქცევა რუსეთის მიმართ ისე აგრესიულად, როგორც ომამდე. მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს. ეს არის ნებისმიერი დიპლომატიის კლასიკა. ასე ვფიქრობ.

ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და განვიხილოთ ყველაფერი,  ყირიმი და ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი. მოლაპარაკებების დროს ყველაფერი უნდა განიხილებოდეს.

მხოლოდ ერთი საფრთხე შეიძლება იყოს აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. თუ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია დაიწყება პოლონეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, ჩვენ მყისიერად ვუპასუხებთ ყველაფრით, რაც გვაქვს.

უკრაინის წინააღმდეგ კი, თუ ის ჩვენზე თავდასხმას განახორციელებს – არა მხოლოდ ბირთვული იარაღი იქნება გამოყენებული, არამედ ჩვენ გვაქვს კიდევ რაღაც, გარდა ბირთვული იარაღისა. და ჩვენ არ გაგაფრთხილებთ. თუ წითელ ხაზებს გადაკვეთთ, ეს გაფრთხილების გარეშე გაკეთდება“,- განაცხადა ლუკაშენკომ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები