სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კოტე კაპანაძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას „ლილო მოლის“ ფეისბუკგვერდი ავრცელებს, და წერენ, რომ კოტე კაპანაძე „მუდამ მათ გულში დარჩება“.
„სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ბატონ კონსტანტანტინე (კოტე ) კაპანაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ბატონი კოტე ნამდვილად გამორჩეული ადამიანი და პროფესიონალი იყო. მისი ღვაწლი კომპანიის განვითარებაში განუზომელია.
„ ლილო მოლი“” დამფუძნებლები და თითოეული თანამშრომელი უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს ბატონი კოტეს გარდაცვალებას.“ – ვკითხულობთ „ლილო მოლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.