LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლდოვამ 22 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

125
moldova

მოლდოვამ 22 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

როგორც მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 15 აგვისტოდან ქვეყანაში ყოფნის უფლება მხოლოდ 10-მდე რუს დიპლომატს და 15 დამხმარე პერსონალს აქვს. მანამდე საელჩოში 80-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა.

მოლდოვამ თავისი გადაწყვეტილება რუსეთის არამეგობრული ქმედებებით და ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მრავალი მცდელობით ახსნა.

ივლისის ბოლოს, გამოძიებით დამტკიცდა რომ რუსეთის ხელისუფლებას მოლდოველი პოლიტიკოსების თვალთვალი სატელიტური ანტენების გამოყენებით შეეძლო, რომლებიც კიშინიოვში რუსეთის საელჩოს სახურავზეა დამონტაჟებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიშინიოვის ქმედებებს არამეგობრული ნაბიჯი უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები