LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრონული Ford Explorer ბაზარზე გამოსვლას ნახევარი წლით დააგვიანებს

122
2021-ford-explorer-timberline-102-1620059693

ელექტრონული კროსოვერის Ford Explorer-ის ევროპაში გამოსვლა გადაიდო. თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ მოდელის დებიუტი დაგეგმილზე ნახევარი წლით გვიან გაიმართება. კომპანიის ინფორმაციით, მიზეზი აკუმულატორის ელემენტებისთვის შემოღებული უახლესი სტანდარტებია. თუმცა, ინსაიდერები ვარაუდობენ, რომ მიზეზი შესაძლოა სულ სხვა იყოს. საქმე ისაა, რომ ახალი სტანდარტების შესახებ კარგა ხანია ყველამ იცის და ავტომწარმოებლისთვის სიურპრიზი ნამდვილად ვერ იქნებოდა.

სწორედ ამიტომ, მოდელის გამოშვების გადადება შესაძლოა იმ ფაქტს უკავშირდებოდეს, რომ Ford-ს ევროპასა და აშშ-ში ელექტროფიკაციის სინქრონიზაცია სურს.

სრულად ელექტრონული კროსოვერი Explorer გასული მარტის თვეში წარადგინეს. მოდელი სპეციალურად ევროპული ბაზრისთვის შეიქმნა: სერიული წარმოება გერმანიაში აგვისტოში უნდა დაწყებული. გაყიდვების სტარტი კი 2024 წლის დასაწყისისთვის იყო დაგეგმილი. ახალი ინფორმაციით კი ვადები შეიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები