LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მას წინ მთელი ცხოვრება აქვს გასავლელი დედის გარეშე.. უამრავი რამ იქნება, რაშიც ჩვენი დახმარება დაჭირდება” – ლუსის მხარდასაჭერად მორიგი პოსტი ვრცელდება

184
fot

ლუსის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი ვრცელდება. ინტერნეტმომხმარებლები, რომლებიც თანადგომას უცხადებენ უდედოდ დარჩენილ პატარას, წერენ, რომ ამ ეტაპზე სათამაშოებისა და ტკბილეულის საჭიროება არ დგას, თუმცა ლუსის სხვა ტიპის დახმარება ესაჭიროება.

ლუსის ისევ სჯერა, რომ დედამისი წასულია „კევზე“, ან კანფეტზე და მოუტანს – სოფო ბაკურაძის ახლობელი

“მეგობრებო, როგორც ვიცი ლუსის ამ ეტაპზე სათამაშოები, ტკბილეული, ტანსაცმელი და საკვები აღარ ესაჭიროება, მაგრამ მას წინ მთელი ცხოვრება აქვს დედის გარეშე გასავლელი და უამრავი რამ იქნება რაშიც ჩვენი დახმარება დასჭირდება. იქნებ იყოს ვინმე, ვინც მის უმთავრეს საჭიროებებს მოგვაწვდის. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ლუსი პატარაა. მისი ცნობიერი ახლა ყალიბდება და ზედმეტი ყურადღებაც უცხო ადამიანებისგან შეიძლება გახდეს მატრავმირებელი”, – წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები.

შეგახსენებთ, სტიქიისას დაღუპულებს შორის იდენტიფიცირებულია კიდევ 1 ცხედარი და ის გლოლას მკვიდრი, 23 წლის სოფო ბაკურაძე, ლუსის დედაა. შოვის ტრაგედიის გამო დედის გარეშე დარჩენილ ლუსის კი საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

„ჩვენი ლუსის დედა“ – შოვში, სტიქიის დროს დაღუპულებს შორის კიდევ ერთი ცხედარია იდენტიფიცირებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები