რუსეთში, მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ოდინცოვოში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა.
მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა.
როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს, ცეცხლი 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო.
ხანძრის ამსახველი ფოტოები გავრცელდა ტელეგრამის სხვადასხვა არხზე.
გუშინვე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რუსულმა მხარემ უკრაინული დრონები ჩამოაგდო.
ხანძრის ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებს „რონდელის“ ფონდის მკვლევარი და აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილიც.
მოსკოვი ამ წუთებში…
ლამაზად და არხეინად იწვის ??Posted by Zurab Batiashvili on ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2023