LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოეწყო დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის იმ ზონასთან, სადაც დამსვენებელთა ავტომანქანები იყო დარჩენილი, მფლობელებს უკვე დაუბრუნდა 10 ავტომანქანა, პროცესი ხვალაც გაგრძელდება“ – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

570
Untitled design

შოვში, სტიქიის ზონაში საძიებო სამუშაოებისთვის 100-ზე მეტი მძიმე ტექნიკაა მობილიზებული – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მფლობელებს უკვე დაუბრუნდა სტიქიის ზონაში ნანახი 10 ავტომანქანა და ეს პროცესი ხვალაც გაგრძელდება:

„რაჭის სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი მერვე დღეა აქტიურად მუშაობს.

ამ ეტაპზე, საძიებო სამუშაოებისათვის მობილიზებულია 100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა. მძიმე ტექნიკის ოპერატორები, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მეთვალყურეობით.

დღეს მოეწყო დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის იმ ზონასთან, სადაც დარჩენილი იყო დამსვენებელთა კერძო ავტომანქანები.

მფლობელებს უკვე დაუბრუნდა 10 ავტომანქანა და ეს პროცესი ხვალაც გაგრძელდება“, – წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული 21 ადამიანიდან 19 ადამიანი იდენტიფიცირებულია. მისივე თქმით, სტიქიის ზონაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს 12 დაკარგული ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ გარდაცვლილი ან რაიმეს სახის ფრაგმენტი ნახონ.

თემურ მღებრიშვილი: ყველაზე მეტი ცხედარი ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზეა ნაპოვნი.. სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტი 

შალვა პაპუაშვილი – სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და მისი ეტაპობრივი მოწოდება ხდება, ამ საკითხის სტიქიასთან დაკავშირება მანიპულაციაა

თემურ მღებრიშვილი – სამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას – მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები