Air India-მ მხოლოდ ქალბატონებით დაკომპლექტებული ბორტით პირველი ფრენა შეასრულა. ინდოეთის ავიახაზებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს ისე შემოუფრინა, რომ არც პილოტებს და არც ბორტგამცილებლებს შორის ერთი მამაკაციც კი არ მუშაობდა. ხომალდი დელიდან სან – ფრანცისკოში გაფრინდა და გინესის ახალი რეკორდი ოფიციალურად დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ავიაგადამზიდი რამდენიმე მსგავსს რეისს 8 მარტისთვისაც გეგმავს – ქალთა დღეს მხოლოდ ქალბატონები იფრენენ და მამაკაცები ჩექინის ჯგუფშიც კი არ იქნებიან. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ქალბატონ პილოტთა რაოდენობა არც თუ ისე ბევრია და სულ რაღაც 33-ს შეადგენს.