LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ცრემლების გარეშე ვერ მოუსმენ“ – ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილის, მიშო ჯავახიშვილის და ვაჩე ღვინიაშვილის მიერ ემოციურად ნამღერი „ჰერიო, ბიჭებო“

2524
Untitled design (1)

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემის, „ღამის პრაიმ-თაიმის“ გასული ეპიზოდი საქართველოს ეროვნული გმირების ხსოვნას მიეძღვნა.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა 

მომღერლებმა პატრიოტულ თემაზე შექმნილი კომპოზიციები შეასრულეს.

„დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო! გიორგი ანწუხელიძე! ის ამას შეძლებს წყნარად, ჩუმად, გაუსაძლის ტანჯვასა და წამებაში დამტვრეული სხეულის ფასად“ – როგორ იხსენებენ აგვისტოს გმირებს

ერთ-ერთი სიმღერა, ჯანსუღ კახიძის „ჰერიო, ბიჭებო“, საქართველოს ეროვნული გმირის – 2008 წლის 9 აგვისტოს რუსების მიერ მოკლული გიორგი ანწუხელიძის შვილმა, ანა ანწუხელიძემ, მიშო ჯავახიშვილთან და ვაჩე ღვინიაშვილთან ერთად იმღერა.

 

მიშო ჯავახიშვილი, ვაჩე ღვინიაშვილი და ანა ანწუხელიძე “ჰერიო,ბიჭებო”

◽ მიშო ჯავახიშვილი, ვაჩე ღვინიაშვილი და ანა ანწუხელიძე “ჰერიო,ბიჭებო”

Posted by Night Prime Time • ღამის პრაიმ-თაიმი on სამშაბათი, 08 აგვისტო, 2023

 

„ღვთიური ხმები“, „სიტყვები უძლურია“, „სასწაული ხმათა შეთანხმებაა“, „ცრემლების გარეშე ვერ მოუსმენ“, „დიდება ჩვენს გმირებს!“ – წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები