Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ინსტიტუტებისთვის სანქციების რეჟიმის შესრულების წესი დაამტკიცა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ინსტიტუტებისთვის სანქციების რეჟიმის შესრულების წესი დაამტკიცა

132
ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი დამტკიცდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი განსაზღვრავს ანგარიშვალდებული პირების ვალდებულებას, შეასრულონ რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციათა რეჟიმების მოთხოვნები და ამ მიმართულებით შეიმუშაონ/დანერგონ ეფექტიანი შიდა კონტროლის მექანიზმები.

ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული წესის თანახმად, კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს ევალებათ რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებულ სანქციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, არ განახორციელონ უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ან ნაღდი ფულის ტრანსპორტირებით დაკავებული პირისთვის ნაღდი უცხოური ვალუტის მიწოდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ფულის ტრანსპორტირება ხდება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში ან ევროზონის ქვეყნებში.

ამასთან, ანგარიშვალდებულ პირებს ევალებათ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში გამოვლენილ და მათთვის მიწოდებულ საყურადღებო პირებზე უზრუნველყონ საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების გამოყენება.

ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული წესის თანახმად, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ევალებათ, საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარუდგინონ ანგარიშგება, რომელიც მოიცავს: ა) ინფორმაციას რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსის რესპუბლიკიდან ან/და სხვა გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ; ბ) ინფორმაციას ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს კი ექნებათ ვალდებულება სებ-ში წარადგინონ ანგარიშგება რომელიც მოიცავს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსის რესპუბლიკიდან ან/და სხვა გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ.