„შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს საჭიროება, რაიმე ტიპის დახმარება ეთხოვათ სხვა ქვეყნისთვის, რომელიც იმ სიტუაციაში გამოგვადგებოდა და ჩვენი ძალებით ვერ გავუმკლავდებოდით – ყველა ღონისძიება უმალვე განხორციელდა“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრის თქმით, მაშველები და სპეციალისტები მაქსიმალურად სწრაფად იყვნენ ადგილზე მობილიზებულები.
„შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს საჭიროება, რომ ვინმესთვის დახმარება გვეთხოვა. რატომ უნდა ყოფილიყო ამის შეფერხება, თუ ამის საჭიროება იდგა და თუ ეს ადამიანებს უშველიდა ეს უსწრაფესად იქნებოდა განხორციელებული. იმ პროცესში, როგორც კი სტიქია მოხდა, მაშველებიც, სპეციალისტებიც მაქსიმალურად სწრაფად იყვნენ ადგილზე მობილიზებული.
„ძალიან მალე, ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით“ – ოთარ შამუგია
ვერტმფრენებზე იყო ასევე საუბარი, რომ ღამის ვერტმფრენები არ გვყავს. ამ სიტუაციაში შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს საჭიროება რაიმე ტიპის დახმარება ეთხოვა სხვა ქვეყნისთვის, რომელიც იმ სიტუაციაში ჩვენ რაღაცნაირად გამოგვადგებოდა და ჩვენი ძალებით ვერ გაუმკლავდებოდით.
ღამის ვერტმფრენი როგორ უშველიდა ამ სიტუაციას? მაშველები იქ სტიქიის მოხდენიდან მალევე იყვნენ, შემდგომ იყო ვერტმფრენები, უმალვე განხორციელდა ყველა ღონისძიება, შესაბამისად, რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო ყველაფერი გაკეთდა და სხვა ქვეყნის დახმარებით უფრო მეტი ვერ გაკეთდებოდა, თუმცა ჩვენ არა ერთხელ მიგვიმართავს ჩვენი მეზობლებისთვის და ამ შემთხვევაშიც ასე ექნებოდა“, – განაცხადა მან.