„ჩემს გამარჯვებას რაჭაში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულებს ვუძღვნი.. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მოვახერხე და მათი სულები გავახარე“, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, ოქროს მედლის მოპოვების შემდგომ განაცხადა.
ბუდაპეშტის მასტერსზე 90 კგ წონით კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიოს ჩემპიონატი ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდნენ.