ამერიკელმა მედიკოსებმა ჩაატარეს მორიგი კვლევა და დაადგინეს, რომ 21-ესაუკუნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ძალიან ბევრი დაავადების გამოწვევა შეუძლია. პირველ რიგში კი მისი გავლენა ადამიანის ტვინზე აისახება. ამას ადასტურებს სპეციალისტთა მიერ ჩატარებული ექსპერიმენტიც.
აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც გზასთან ახლოს ცხოვრობენ და მათ გვერდით მუდმივად გადატვირთული მოძრაობა შეინიშნება, დიდი შანსი აქვთ რომ ტვინთან დაკავშირებული დაავადება განუვითარდეთ. ყველაფერი კი საშიში გამონაბოლქვის დამსახურებაა.