LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისთ ფოინთში” ელექტრომობილების უფასო დამტენი განთავსდა

14

სავაჭრო-გასართობ ცენტრ ”ისთ ფოინთში” ელექტრომობილების დატენვას მომხმარებელი უფასოდ შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ისთ ფოინთის” მერი თეონა ჩიხლაძე ავრცელებს. მისი თქმით, სავაჭრო-გასართობ ცენტრში ელექტრომობილების დამტენი ორი სადგური დამონტაჟდა.

”დღეიდან ჩვენს ქალაქში, ქვედა პარკინგზე (Parking zone A) ელექტრომობილების დამტენი ორი სადგური დამონტაჟდა. ”ისთ ფოინთისა” და კომპანია E-space-ს თანამშრომლობის შედეგად, ჩვენს სტუმრებს რომელთაც ელექტრომობილები ჰყავთ, უკვე შუძლიათ სრულიად უფასოდ ისარგებლონ ამ სერვისით. ერთად ვიზრუნოთ გარემოზე!”, – აღნიშნა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, ელქტრომობილების დასამუხტი პირველი მოწყობილობები 2016 წლის ნოემბერში განთავსდა. პირველ ეტაპზე ისინი ორ ადგილზე, ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევში დამონტაჟდა. დასამუხტი მოწყობილობის განთავსებას კომპანია “ი-სფეისი” ახორციელებს, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბნებში ჯამში 100-მდე მოწყობილობის დამონტაჟებას გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები