LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმ დედებზე ფიქრი მიწვავს გულ-ღვიძლს, ყოველ ღამე რომ მოელანდება, როგორ უხმობდა სტიქიისგან განწირული შვილი საშველად, ის კი ვერაფრით დაეხმარა” – თეა გვასალია

787
BeFunky-collage - 2023-08-06T004259.708

ჟურნალისტი თეა გვასალია შოვში მომხდარი ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ჩინეთს რომ ტიფონმა გადაუარა, 300 ხიდი წაიღო და მილიონნახევარი ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო, ვნახე და სინანულით გადავაქნიე თავი, სლოვენია რომ წყალმა დაფარა, დამენანა ძალიან, მაგრამ ის უბედურება, რაც ჩვენ დაგვატყდა თავს, იმ დედებზე ფიქრი მიწვავს გულ-ღვიძლს, საღ-სალამათი შვილები რომ გაუშვეს ჰაერზე, დასასვენებლად და ახლა ისიც არ იციან ცოცხლები არიან თუ იმ გაუბედურებულ გვამებში ეყოლებათ ამოსაცნობი.

ღმერთო, ჩემ ყველაზე დაუძინებელ მტერს (თუკი მყავს ასეთი) არ გამოაცდევინო ის სიმწარე, დარჩენილი ცხოვრება, ყოველ ღამე რომ მოელანდება, როგორ უხმობდა სტიქიისგან განწირული შვილი საშველად, ის კი ვერაფრით დაეხმარა.

ხოლო იმ ღვარძლმა, რაც ამ თემასთან დაკავშირებით ფბ-ზე იღვრება, (ტელევიზორს დიდი ხანია არ ვუყურებ, ალბათ იქ უარესი ხდება) იმ ღვარცოფზე არანაკლებად წაგვლეკა ერი, იმ ლაფზე უარესში ამოგვსვარა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა დაუნდობლები შეიძლება ვიყოთ, როცა საქმე პოლიტიკას ეხება.

არადა რა სასაცილოდ ცოტანი ვართ, (ოთხი მილიონი კაცი ბევრი დიდი ქალაქის ერთი უბნის მოსახლეობაა) და რა ხელაღებით ვიმეტებთ ერთმანეთს. და რომ არც დამთავრების პირი უჩანს ?! ბოლო 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ, ორად ვართ გახლეჩილი და ერთმანეთს თავ-პირს ვალეწავთ.

ერთადერთი რაც იცვლება, ბელადთა სახელებია: ზვიადი-შევარდნაძე, შევარდნაძე-მიშა, მიშა-ბიძინა და „ჰეი, ვინ მოდის, მანდ, მომავლიდან?“ ესაა ჩვენი კარმა და ასე უნდა გაგრძელდეს უკუნითი უკუნისამდე?
თქვენი ჭირიმე, არ გააზიაროთ, თორემ ახლა მე მომდგებიან, ვიცი”, – წერს თეა გვასალია.

ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 17 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება სპეციალური განათებების საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

„გუშინ 2 ადამიანი გამოვიდა კონტაქტზე, რომლებსაც ვეძებდით” – ლერი ბარნაბიშვილი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის შვიდი თუ რვა ბავშვია

ახლობლები შოვში სტიქიის დროს დაკარგულ ლევან რაზმაძეს ეძებენ

„ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, სამირა არ გვიპოვია, უბრალოდ, ლოკაცია გვაქვს მეზობლის ტელეფონიდან“ – დაკარგული სამირა ისაევას ძმა

შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები