LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიორგის 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა… როგორც ვიცი, შოვში დასასვენებლად იყო, მეგობრის კოტეჯში“ – ვარლამ გოლეთიანი გიორგი გოგინაშვილზე

933
Untitled design (8)

„რი­ო­ნის ხე­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნის­თვის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნი რაჭაში სტიქიის დროს დაღუპული გიორგი გოგინაშვილის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ის ერთგული და თავდადებული პიროვნება იყო.

„არ მინდა დავიჯერო, ჩემო გმირო ძმაო! ორი შვილის მამავ და საოცარი ადამიანო, რომ გარდაიცვალე“ – შოვში მეწყერის შედეგად გიორგი გოგინაშვილი გარდაიცვალა

„გი­ორ­გის ახ­ლოს ვიც­ნობ­დი, ის ჩვენ­თან ჩა­მო­ვი­და თბი­ლი­სი­დან და პრო­ტეს­ტის აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­მოგ­ვი­ერ­თდა, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ჩვენ­თან ერ­თად და არ გვტო­ვებ­და. ჩვენ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი რჩე­ბო­და კარ­ვებ­ში და მათ შო­რის იყო გი­ორ­გიც. რა გი­თხრათ, სა­ო­ცა­რი ბიჭი იყო. მას დიდი ღვაწ­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი მთელს ამ ბრძო­ლა­ში, რო­მე­ლიც 554 დღე გაგ­რძელ­და, სულ ჩვენ­თან იყო, არ და­ვუ­ტო­ვე­ბი­ვართ.

გი­ორ­გი ოპე­რა­ტო­რი იყო და გა­და­ღე­ბებ­ში გვეხ­მა­რე­ბო­და, კარ­გად იცო­და ეს საქ­მე, სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მა­შინ ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა. ის უამ­რავ პრო­ცეს­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო, თა­ნაგ­რძნო­ბას იჩენ­და იმ პრო­ცე­სის მი­მართ, რაც რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში მი­დი­ო­და. ის მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ერ­თგუ­ლე­ბით, თავ­და­დე­ბი­თა და თვი­სე­ბე­ბით, ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო. ძა­ლი­ან დამ­წყდა გული… გი­ორ­გის 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. რო­გორც ვიცი, შოვ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად იყო, მის მე­გო­ბარს ჰქონ­და კო­ტე­ჯი და იქ იმ­ყო­ფე­ბო­და, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში. რა და რო­გორ მოხ­და, არ გვაქვს და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია“ – გვიყ­ვე­ბა ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნი.