LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვუყურებ სასოწარკვეთილებას, შოვში მდგარი ხალხი რომ აზრზე არიან როგორ არიან მათი ოჯახები.. მეგონა რაღაცები ოდნავ „მომიშუშდა“, თურმე გეგონოს“ – სალომე ბარკერი

285
სალომე ბარკერი

„მრავალფეროვანი უბედური შემთხვევები რომ ჩვენი ყოველდღიური და ეროვნული სპორტია, კი უნდა მივხვდეთ… ნეტა ყველა გადარჩებოდეს“, – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი და შოვში მომხდარი სტიქიას ეხმაურება.

შსს: ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე კიდევ 140 ადამიანია გადაყვანილი

ბარკერი ექსკურსიაზე პატარა დის დაკარგვას იხსენებს დ წერს:

„დახვედრია მთელი მოსახლეობა. დაგვაპურესო, ონიდან მოდიან“ – რუსთავის სკოლის 60-მდე მოსწავლე და მასწავლებელი სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს

„სოფი რომ თითქოს „დაიკარგა“ და ლაგოდეხში გავასკდით, ღამის 11 საათი იყო და გზაში მილიონ ადამიანს ვურეკავდი სასოწარკვეთილი, თან მრცხვენოდა დარეკვა (დებილი რომ ვარ, იმას ვფიქრობდი ახლა გვიან ვინმე ნაცნობს რომ ვაწუხებ ეგ ნეპოტიზმია თუ გამართლებულია ახლა ნეპოტიზმი-მეთქი, ვაი შენს პატრონს ჩემო თავო) ვისაც მივწვდი ყველას ველაპარაკე, არც ვიცი რას ვეუბნებოდი, იცით ექსკურსიაზე რომ გოგო დაიკარგა, იმის და ვარ, მერე სულ ტვინში დიდი გამაყრუებელი სიგნალი ირთვებოდა.

„ზაზა მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ჰოლანდიიდან ჩამოვიდა, სამივე ბიჭია.. კავშირი გუშინ, საღამოს 11 საათიდან შეწყდა“ – შოვში სტიქიის შედეგად დაკარგულ ოჯახს ეძებენ

„სამწუხაროდ, მხოლოდ ზაზას ფოტო მაქვს გამოქვეყნებული, ოჯახის არ მაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ...“ – უთხრა „ფორტუნას“ კოტეჯის მფლობელმა.

მახსოვს დაცული ტერიტორიების უფროსსაც დავურეკე და პირველმა მაგან მითხრა ახლა აღარ მიდის სამძებრო სამუშაოებიო, უკვე ხომ ღამე იყო და თან სადღაც ექვსიდან მაგრად წვიმდა და ისედაც ვერაფერს შვრებოდნენ.

მაგ დროს უკვე ვიცოდი, რომ ბავშვი წყალში იყო და არა უბრალოდ „ტყეში გზა აბნეული“, მაგრამ მაინც დაჯერება რომ არ გინდა, ლამის ტირილით ვეხვეწებოდი ხალხს ჩამოვიყვან და მოვძებნოთ, ნაპირებზე გავიშალოთ, რაღაცებს ვბოდავდი და ის კაციც ვერაფერს მპასუხობდა დაბნეული.

ამასობაში ჩავედით და ჩანჩქერისკენ ასვლის შანსი ნული იყო ღამით, არც გაგვიშვეს და მანამდე მაშველები ვინც ავიდნენ, მაგ დროს ისინიც წვიმაში ტყეში ათევდნენ იმ ღამეს.

„ჩვენს შორის არიან გმირები, რომლებიც არ ჩანან.. ტოვებენ 2 შვილს, ფეხმძიმე ცოლს და მიდიან სხვისი შვილების გადასარჩენად“ – მოქალაქეები შოვში მომხდარ სტიქიაზე

ჩვენც დაველოდეთ გათენებას ვინც ვიყავით, ყველა ჩემი მეგობარი ჩამოვიდა და ოდნავ განათდა თუ არა, დილით ეგრევე დავიძარით, ჩუმად და შოკში ავდიოდით მთელი გზა და ვერ ვხვდებოდით ბავშვებმა ამ გზაზე როგორ და რატომ იარეს, ორჯერ წყალში ჩავვარდი და ვიღაცას რომ არ დავეჭირე უეჭველი წამიღებდა.

სულ ზემოთ რომ ავედით იქ რაღაც სამუშაოები მიდიოდა, დაგუბების, ერთი აკვალანგიანი მყვინთავი მახსოვს „თბილისიდან“, ერთიც ადგილობრივი წელზევით შიშველი შალვა, რომელიც წყალში გადაკიდებული ჩეხდა რაღაც უდიდეს ხეს რომ ჩანჩქერი დაეგუბებინათ, დინება შეენელებინათ და „გვამი“ ამოეტანათ. ბევრიც პოლიციის ფორმიანი.

ხომ ყველაფერი გასაგები იყო თბილისიდან გასვლის წამიდან, მაგრამ მაინც აი ბოლომდე მეგონა რომ „იქნებ სადმეა“.

იქ ზემოთ კი უკვე ისეთი აშკარა გახდა რომ ნამდვილად წყლის ქვეშაა და აღარაფერი ეშველება, რომ უბრალოდ დავმუნჯდი და რამდენიმე საათი გათიშული ქვაზე მჯდარი ველოდებოდი როდის მოხდებოდა წყლიდან ბავშვის ამოყვანის განხორციელება.

როგორც კი მოხდა, ისე გამოვიქეცი რომ არ დამენახა, სამ საათში ასული ნახევარში ჩამოვედი ქვევით. მარტო და კისრისტეხით მოვრბოდი ოღონდ ის რეალობა არ დამწეოდა კეფაში.

ვიდეო: „ცოცხალს აღარავინ ეძებს, მკვდარი გვაპოვნინა ვინმე.. საფლავის გარეშე ნუ დარჩებიან..“ – აღელვებული მოქალაქე ემოციებს ვერ იკავებს

ხოდა ეგ იყო დღის 12:00 საათი და მე რომ ამ რეალობას გამოვურბოდი, ზუსტად მაგ დროს სკოლის ნაბიჭვარი დირექტორი თორმეტსაათიან „კურიერში“ ინტერვიუს იძლეოდა, თითქოს „ეგ ბავშვი ქვაზე შეხტა სელფის გადასაღებად და წყალში ჩავარდა“. ხო მაგარია, სუპერ.

ახლა ვუყურებ ამ სასოწარკვეთილებას, შოვში მდგარი ხალხი რომ აზრზე არ არის სად და როგორ არიან მათი ოჯახის წევრები, ცოცხლები არიან, ნეტა რა უჭირთ, როგორ გადარჩებიან, არავინ რომ არ ამშვიდებს და არ ელაპარაკება, ასე ბედის ანაბარა რომ უნდა გაათიონ ეს ღამე ლოცვაში და სასოწარკვეთაში და ყველაფერი „დამითრიგერდა“ ისევ, რომ მეგონა რომ რაღაცები ოდნავ „მომიშუშდა“, თურმე გეგონოს.

„2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში.. გადავრჩით სასწაულებრივად“ – რას ჰყვება შოვში მეწყერს გადარჩენილი გოგო

მართლა მესმის უბედური შემთხვევებისაც და იმისაც, რომ ყველაფერს ვერ აირიდებ თავიდან ადამიანი. მააააგრამ, ეს დედამო…ლი, მაქსიმალურად მრავალფეროვანი უბედური შემთხვევები რომ ჩვენი ყოველდღიური და ეროვნული სპორტია, კი უნდა მივხვდეთ რომ რაღაც დიდ მძ…რში ვცხოვრობთ აშკარად.
ბოდიში. და ნეტა ყველა გადარჩებოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები