რეპერი ლექს-სენი ჟურნალ „გზასთან“ ბათუმის პორტში რუსული გემის შემოსვლას აფასებს:
„რაც დღეს ხდება, ეს არის აბსოლუტური მარაზმი და საკუთარი ქვეყნის ღალატი. საღად მოაზროვნე ადამიანი სხვაგვარად ვერ იფიქრებს. აქ ოკუპანტების ადგილი არ არის…
ბათუმში რუსები საკმაოდ დიდი უფლებებით „ბლატაობენ“, ვისთანაც გასდით. ქართველებს აშინებენ, – თქვენ ჩვენი მონები ხართ, ჩვენ ძლიერი ქვეყნის წარმომადგენლებიო. დიახ, ამ ნარატივს ავრცელებენ. ამას ყველა ხედავს, ეს ხომ ახალი ამბავი არ არის?
პირადად მე პროტესტს ყველანაირი ფორმით გამოვხატავ…“