LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტიმოთიმ ის უბრალოდ გამოიყენა“ – ტიმოთი შალამემ კაილი ჯენერი მიატოვა

417
page

გასულ თვეს, კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს რომანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. პაპარაცებმა წყვილი ერთად  გადაიღეს. 25 წლის კაილი 28 წლის ტიმოთის სახლის ბაღში შენიშნეს. წყვილი მზიანი ამინდით ტკბებოდა და სეირნობდა.

რომანი დადასტურდა! – კაილი ჯენერი და ტიმოთი შალამე ერთად პირველად გადაიღეს

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ტიმოთიმ რეალითი შოუს ვარსკვლავი მიატოვა. ამის შესახებ დასავლური მედია აქტიურად წერს. კაილისთან დაახლოებული პირი ამბობს, რომ  წყვილი დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო დაშორდა ერთმანეთს. ალტერნატიული წყარო კი იმის შესახებ იუწყება, რომ კაილი ტიმოთიმ მიატოვა. კაილისთან რომანის მეშვეობით მას მხოლოდ მედიის ყურადღების მიპყრობა სურდა.

„ტიმოთიმ კაილი უბრალოდ გამოიყენა, რათა აქტიურად მოქცეულიყო მედიის ყურადღების ცენტრში“, – აცხადებს ინსაიდერი.

ფანების რეაქცია ტიმოტი შალამეს დანახვაზე და ვარსკვლავის თბილი ჟესტი გულშემატკივრებთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები