LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპი: „დასავლეთო, საით მიდიხართ, თუ მსოფლიოს მშვიდობის გზას არ უჩვენებთ,  რა მიმართულებით მიცურავ?“

249
რომის პაპი ფრანცისკე

„შეგვიძლია, ევროპას ვკითხოთ: საით მიდიხართ, თუ არ უჩვენებთ მსოფლიოს კრეატიულ გზებს უკრაინაში ომის და სხვა კონფლიქტების დასასრულებლად?“ – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ პორტუგალიაში ვიზიტისას განაცხადა.

„მივმართავ ჩემს ძმებს, რუსეთის ხელისუფლებას, აღდგეს შავი ზღვის ინიციატივა და მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება მოხდეს” – რომის პაპი

„შეგვიძლია, ვკითხოთ მას [ევროპას]: „საით მიდიხართ, თუ არ უჩვენებთ მსოფლიოს მშვიდობის გზას, კრეატიულ გზებს უკრაინაში ომის და მსოფლიოში სხვა კონფლიქტების დასასრულებლად, რომელიც ამდენ სისხლის ღვრას იწვევს? დასავლეთო, რა მიმართულებით მიცურავ?“ – აღნიშნა პაპმა.

მანვე აღნიშნა, რომ ოცნებობს ევროპაზე, დასავლეთის გულზე, რომელიც თავის უზარმაზარ ნიჭს კონფლიქტების მოსაგვარებლად და იმედის ლამპრების ასანთებად იყენებს.

რომის პაპი: მსურს კიევში წასვლა, თუმცა მოსკოვში წასვლის პირობით, ან ორივე ქვეყანაში ჩავალ, ან არცერთში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები