რამდენიმე თვის წინ, 83 წლის ალ პაჩინო და მისი 29 წლის მეგობარი გოგო, ნურ ალფალაჰი მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც რომანი დაარქვეს. შვილის შეძენის შემდეგ, წყვილი ერთად უკვე გადაიღეს.
ამჯერად წყვილი სანტა-მონიკაში, ვარსკვლავურ რესტორანში, Giorgio Baldi-ში სავახშმოდ გაეშურა. ახალბედა მშობლები შავ ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილნი. ლეგენდარულ მსახიობს შავი შარვალი, მაისური და პიჯაკი ეცვა, რომელსაც მან ამავე ფერის კეპი და მზის სათვალე შეუხამა. ნურს კი სხეულზე მომდგარი კაბა ამშვენებდა.
83 წლის ალ პაჩინოს ახლად ნამშობიარევი შეყვარებული ბრწყინვალედ გამოიყურება – უახლესი ფოტოები
„სიცოცხლის წლები მოემატა“ – 82 წლის ალ პაჩინო პირველ კომენტარს აკეთებს