დავრწმუნდი, რომ შემდეგი 10 წლის განმავლობაში, მმართველ პარტიას მოუწევს ამ ქვეყნის მართვა, – აღნიშნულის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი ხანია გამოუტანა განაჩენი სიმულიანტ და ლაჩარ სააკაშვილს და მის პარტიას.
„ძალიან კარგად ხედავს ჩვენი მოსახლეობა თუ 2012 წელს რამდენად დიდი საფრთხე იქნა განეიტრალებული, კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით ქვეყანაში, ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ არანაირი მორალი, რომლებსაც არ აქვთ არანაირი პრინციპი, მათ შორის ერთმანეთთან რა დამოკიდებულებაც აქვთ ესეც კარგად აჩვენეს და რომელთათვისაც ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასიც არ აქვს, შესაბამისად, ძალიან კარგი დასკვნები უკვე გამოტანილია დარწმუნებული ვარ ყველას მხრიდან.
მომავალი წელი კიდევ ერთი გამარჯვების წელი იქნება, ჩვენი პარტიისთვის, ამაში ბოლომდე ვარ დარწმუნებული და ასევე ის განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი ხანია გამოუტანა სიმულიანტ და ლაჩარ სააკაშვილს და მის პარტიას რა თქმა უნდა იქნება ძალაში და არ გადაიხედება”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.