„საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, ტურიზმიდან შემოსავლები სტაბილურად იზრდება და პირველ ექვს თვეში ქვეყანამ 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, მზარდია ევროკავშირის, ისრაელის, ყურის ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურების რაოდენობა და მათი დანახარჯების ოდენობა.
„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო მეტად წარმოჩინებას საერთაშორისო არეალზე. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ პირდაპირი ფრენების დანიშვნის კუთხით იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს მობილობის ზრდას და ჩვენს ქვეყანაში მეტი ტურისტის შემოსვლას”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.