Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვიდეო: მარიამ ტონკო: „კლასელის დედამ შემიფარა… მისგან დედობას ვიღებდი…“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მარიამ ტონკო: „კლასელის დედამ შემიფარა… მისგან დედობას ვიღებდი…“

280
Capture

მარიამ ტონკო „შენს დილას“ უყვება ამბავს, როგორ შეიფარა კლასელის დედამ და როგორ გაუწია მას დედობა:

„სულ ბევრი ამბავი მიტრიალებს თავში, მაგრამ ერთი ამბავია ის, რომ კლასელის დედამ შემიფარა, თავისთან მაცხოვრა და მისგან დედობას ვიღებდი. დედა რომ გარდამეცვალა, 15 წლის ვიყავი, სახლები გამიყიდეს… ვიბრძოდი, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ცხოვრება აღარ მინდოდა… გგონია, რომ რაღა უნდა გააკეთო მეტი… მიშვილეს-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან მამა მყავდა, მაგრამ კაცისთვის რთული აღმოჩნდა ჩემთან ერთად დარჩენა და მუშაობდა… რაც გჭირდება ემოციურად, აღზრდა და ლაპარაკი, მისგან ვიღებდი… მანჩო ამბობდა, ჩემი მესამე შვილიაო… ხშირად დამიძინია ფიქრში, რომ ვითომ ეს ჩემი სახლია, მაგრამ ხშირად მქონდა შიში, რომ ეს ჩემი არ იყო და არ ვიყავი მისი ნაწილი. ასეთი კარგი ადამიანები საქციელით გაჩვენებენ, რომ სწორ ადგილას ხარ… ბევრი ფაქტი იყო საკმარისი, რომ დამეჯერებინა, მიმიღეს…“

მარიამ ტონკო: „მეშინოდა ადამიანების. ლოგინიდან ვერ ვდგებოდი და ეზოში ვერ ჩავდიოდი…ჩემს თავზე მესმოდა, უცნაურიაო…“ 

მარიამ ტონკო: „მეშინოდა ადამიანების. ლოგინიდან ვერ ვდგებოდი და ეზოში ვერ ჩავდიოდი…ჩემს თავზე მესმოდა, უცნაურიაო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები