წმინდა ვალენტინობის დღისთვის ჟურნალმა სპეციალური ნომერი Sports Illustrated Swimsuit 2017 გამოუშვა, რომლის მთავარი გმირიც წლევანდელი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული, ჩოგბურთელი სერენა უილიამსი გახდა.
სპორტსმენმა მონაწილეობა ბიკინი-ფოტოსესიაში მიიღო და დაამტკიცა, რომ სექსუალობას უნდა გრძნობდე.
„მინდა, რომ ხალხმა ბოლოს და ბოლოს დაივიწყოს სილამაზის სტანდარტები და კომფორტულად იყვნენ იმ სხეულში, რომელიც აქვთ. გამოიყურებოდე ძლიერად და სექსუალურად, კარგია. მინდა, ეს გზავნილი იმ ადამიანებამდე მივიტანო, რომლებსაც ჩემი ტიპის ფიგურა აქვთ“, – განაცხადა უილიამსმა. ფოტო/ვიდეო