Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
დააკავეს 34 წლის მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანს ვიდეოების გავრცელების მუქარით სექსუალური კავშირი აიძულა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დააკავეს 34 წლის მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანს ვიდეოების გავრცელების მუქარით სექსუალური კავშირი აიძულა

248
არასრულწლოვანთა გაუპატიურება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 34 წლის მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანს ვიდეოების გავრცელების მუქარით სექსუალური კავშირი აიძულა. 

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალად გაუპატიურება და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა ედება. ახალგაზრდა მამაკაცს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს 1989 წელს დაბადებულმა ი.ხ.-მ თემქის დასახლებაში არასრულწლოვან დაზარალებულს საქმროსთან სქესობრივი აქტისას მანქანიდან მობილური ტელეფონით ფარულად ფოტოები გადაუღო.

მოგვიანებით ქუჩაში გააჩერა არასრულწლოვანი გოგონა, წარუდგინა მას ფარულად გადაღებული ინტიმური შინაარსის ფოტოები, მისი გავრცელების და გახმაურების მუქარით ჩასვა მანქანაში და მასთან არანებაყოფლობით სქესობრივი აქტი დაამყარა.

გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში ამხილა კიდევ ერთი კაცი, რომლის მიმართაც ბოლნისის სასამართლოს გაუპატიურების საქმეზე, გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი. მას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„დანაშაულში მხილებულია ბოლნისის რაიონში მცხოვრები 1985 წელს დაბადებული ი.ა., რომელმაც 2022 წლის 28 მაისს შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს იძულებით გადაუღო ფოტოები და შემდეგ გააუპატიურა, რა დროსაც კუთვნილი მობილური ტელეფონით აღნიშნული პროცესის უკანონოდ გადაღება მოახდინა.

ბრალდებულმა, უკანონოდ გადაღებული ფოტოსურათი „ფეისბუქ მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა დაზარალებულის არასრულწლოვან შვილს“. – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

დანაშაულში ამხილეს კიდევ ექვსი მამაკაცი – გამოძიების თანახმად, ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ და მათი პირადი მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით, პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ, შემდეგ კი facebook-ის და whatsapp-ის საშუალებით სხვა ადამიანებს უგზავნიდნენ.